წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის მატჩების განრიგი ცნობილია
წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის მატჩების განრიგი ცნობილია

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი 2020 წლის ნოემბერში დაიწყება. ჯგუფური ეტაპის მატჩების თარიღი უკვე ცნობილია. მოგეხსენებათ, ევროპის საწყლოსნო სახეობთა ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლევანდელი ტურნირის ფორმატი შეიცვალა და ჩემპიონთა ლიგაზე 16 გუნდის ნაცვლად 12 ევროპული კლუბი იასპარეზებს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო მიიღო, რის შედეგადაც მომავალი წლის კალენდარი საკმაოდ დატვირთული იქნება. მათ შორის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირი, ასევე სხვადასხვა სანაკრებო ღონისძიებები.

ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციისგან 2020/2021 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ათმა ევროპულმა გუნდმა ველური ბარათი მიიღო, რომელთა შორის არის თბილისის „დინამოც“. დარჩენილი ორი საგზურის მოსაპოვებლად კი ოთხი გუნდი ფლეი ოფში იბრძოლებს, რომელის მატჩებიც 23-25 ოქტომბერს გაიმართება.

ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:

პირველი ტური 10/11.11.2020

მეორე ტური – 1/2.12.2020

მესამე ტური -15/16.12.2020

მეოთხე ტური- 5/6.01.2021

მეხუთე ტური-19/20.01.2021

მეექვსე ტური- 2/3.03.2021

მეშვიდე ტური- 23/24.03.2021

მერვე ტური-9/10.04.2021

მეცხრე ტური- 20/21.04.2021

მეათე ტური- 7/8.05.2021

ფინალური სერია- 3-5.06.2021

თბილისის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი გასულ სეზონზე ჰქონდა. ქართულმა კლუბმა ისტორიული გამარჯვება ჯგუფურ ეტაპზე, მე-10 ტურის შეხვედრაში მარსელის წინააღმდეგ (15:12) იზეიმა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ქართული კლუბი პრესტიჟული საკლუბო ტურნირზე კიდევ ორი სეზონი ითამაშებს.