წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაზე „ა“ ჯგუფის შეხვედრები გაიმართა
წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაზე „ა“ ჯგუფის შეხვედრები გაიმართა

„დუბროვნიკი“ „იადრანს“ დაუპირისპირდა და 12:7 მოიგო; ყაზანის „სინთეზი“ „შოლნიკთან“ 10:13 დამარცხდა; „ბარსელონეტამ“ ბერლინის „შპანდაუს“ 11:8 სძლია; სპლიტის „იადრანმა“ კი „ოლიმპიაკოსთან“ 17:8 წააგო.

„ბ“ ჯგუფში, სადაც თბილისის „დინამო“ ასპარეზობს, დღეს ოთხი დაპირისპიება შედგება. ქართული კლუბი ესპანურ „ტერასას“ გასვლაზე, თბილისის დროით 22:30 საათზე ეთამაშება. „ფერენცვაროში“ „ვასპო ჰანოვერს“ შეხვდება, „ბუდაპეშტი“ „მლადოსტს“ უმასპინძლებს, „მარსელი“ კი საკუთარ კედლებში გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, იტალიურ „პრო რეკოს“ მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართული კლუბის, თბილისის „დინამოს“ ყველა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.