წყალბურთის მსოფლიო თასის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
წყალბურთის მსოფლიო თასის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა

ბერლინში წყალბურთში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირში ორ ჯგუფად გაყოფილი რვა გუნდი მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა.

ბოლო ორი ასპარეზობის გამარჯვებულმა სერბეთის ნაკრებმა, მართალია ბოლო ტურში ხორვატებთან ფრედ 10:10 ითამაშა, მაგრამ ჯგუფური ეტაპი მაინც პირველ ადგილზე დაასრულა. მეორეზე ხორვატიის ნაკრებია, მესამეზე აშშ, ბოლოზე სამხრეთ აფრიკა, რომელმაც სამივე მატჩი წააგო.

მეორე ჯგუფში გერმანიამ, უნგრეთმა და ავსტრალიამ ჯგუფი 2-2 მოგებით დაასრულეს, მაგრამ გერმანელებს ურთიერთშეხვედრბში ბურთების უკეთესი სხვაობა ჰქონდათ, პირველზე გავიდნენ და ფლეი-ოფში სამხრეთ აფრიკის სახით ყველაზე სუსტი მეტოქეც ერგოთ.

ახლახანს დასრულებულ ევროპის პირველობაზე გერმანელებმა უნგრეთთან ფრედ 4:4 ითამაშეს, ახლა კი საკუთარ კედლებში 12:10 მოიგეს. გერმანიამ ავსტრალიასთან 9:10 წააგო, ავსტრალიამ კი უნგრეთთან 8:9. ყველა შეხვედრა დათმო იაპონიამ. მეოთხედფინალებში გუნდები ასე დაწყვილდნენ –

უნგრეთი-აშშ

იაპონია-სერბეთი

ავსტრალია-ხორვატია

გერმანია-სამხრეთ აფრიკა

დატოვე კომენტარი