წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკა დიდი სხვაობით დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის მატჩში იაპონიას დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულშია. ჩვენმა გუნდმა მეცხრე ადგილისთვის პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკა დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა – 20:7.

ქართველები მატჩამდეც ფავორიტებად ითვლებოდნენ და ეს სტატუსი პირველივე მეოთხედში გაამართლეს – საწყის 8 წუთში 3:1 მოიგეს, მომდევნო ორში შედეგიანობას მოუმატეს, შესაბამისად 5 და 7 გაიტანეს და მეოთხე რვაწუთეულის წინ 15:4 დაწინაურდნენ, რაც გამარჯვებას ნიშნავდა.

მატჩს ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდნენ იაპონიის ნაკრების წყალბურთელები, რომელმაც მანამდე ავსტრალია დაამარცხეს და მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს დაუპირისპირდებიან. მატჩი 1 ივლისს 20:30 საათზე გაიმართება.