წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გამოავლინა.

თბილისელები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათთან ერთად „პრო რეკო“ (იტალია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) და საკვალიფიკაციო რაუნდში D ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებენ.

მომავალ სეზონში ტურნირი განახლებული სისტემით ჩატარდება. თამაშები 22 სექტემბერს დაიწყება და 2024 წლის 18 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. წილისყრის შედეგად 12 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა, ოთხი გუნდის ვინაობა კი საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ გაირკვევა.

საბოლოოდ, ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს (შეხვედრები შინ და სტუმრად ჩატარდება), ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან.

ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.