წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო“ „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო“ „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართა. ქართული კლუბი გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ და ტიტულოვან ესპანურ გუნდ „ბარსელონეტას“ დაუპირისპირდა და 5:17 დამარცხდა.

მატჩის პირველ მეოთხედში წყვილის ფავორიტმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს და „დინამოს“ 5 უპასუხო გოლი გაუტანეს. მეორე პერიოდში კი რაზმაძის კარი ესპანელებმა კიდევ ოთხჯერ აიღეს. დინამოელებმა 2 ბურთი გაუტანეს. (მარკო ელაჩა, ბორის ვაპენსკი) და პირვეი ტაიმის შემდეგ „ბარსელონეტას“ სასარგებლოდ 9:2 დაფიქსირდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე გამორჩეული ქართული კლუბისთვის მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისი იყო, როდესაც დინამოელებმა გამოცდილ მეტოქეს ზედიზედ სამი გოლი გაუტანეს (მარკო ელაჩა, გიორგი მესხი, დუსან ვასიჩი) და ანგარიშში სხვაობა ოთხამდე შეამცირეს. თუმცა მესამე მეოთხედის დასრულებამდე ესპანელებმა საკუთარ მონაგარს კიდევ 5 გატანილი გოლი დაუმატეს და ანგარიში 14:5 დაფიქსირდა.

სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ქართულმა კლუბმა გოლის გატანა ვერ მოახრეხა და საბოლოო ანგარიში 17:5 დაფიქსირდა, (5:0, 4:2, 5:3, 3:0). ჩვენი გუნდის მხრიდან გოლები გაიტანეს მარკო ელაჩამ (2), ბორის ვაპენსკიმ (1), გიორგი მესხმა (1), დუშან ვასიჩმა (1).

ჩემპიონთა ლიგის ბუდაპეშტური ბაბლის ბოლო შეხვედრას, თბილისის „დინამო“ ხვალ, 17 დეკემბერს მონტენეგროს „იადრანის“ წინააღმდეგ, თბილისის დროით 17 საათზე ჩაატარებს.