წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ფოტო] #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ფოტო] #1TVSPORT

წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშებაში მეშვიდე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე უნგრული გრანდი „ფერენცვაროში“ იქნება. შეხვედრა 11 იანვარს 19 საათზე სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ორ რვაგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას ფინალურ რვაეულში განაგრძობს. პლეი ოფს სერბეთი უმასპინძლებს, შეხვედრები „ნოვი ბელგრადის“ აუზში გაიმართება.

დინამოელებს ჯერჯერობით გამარჯვება არ აქვთ, თუმცა ჩვენს ჯგუფში იმდენად ძლიერი კლუბები არიან შეკრებილები, წინასწარ რთული იყო პლეი ოფზე ფიქრი. 11 იანვრის მატჩში ფავორიტი „ფერენცვაროშია“, თუმცა დინამოელებს არაერთხელ უჩვენებიათ, რომ გრანდების წინააღმდეგ ღირსეულად თამაში შეუძლიათ.

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა:

გუნდი
1. ბრეშა (იტალია) 6 14
2. ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) 6 13
3. ფერენცვაროში (უნგრეთი) 6 10
3. ბარსელონეტა (ესპანეთი) 6 10
3. ნოვი ბელგრადი (სერბეთი) 6 10
6. იადრანი (ხორვატია) 6 6
7. რადნიჩკი (სერბეთი) 6 4
8. დინამო (საქართველო) 6 0