წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „პრო რეკოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩში თბილისის „დინამომ“ იტალიურ „პრო რეკოს“ საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ უმასპინძლა.

ჩატარებული ექვსი შეხვედრის შემდეგ სატურნირო ცხრილში თბილისელები ბოლო, მერვე ადგილს იკავებდნენ, „პრო რეკო“ კი მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა. იტალიური კლუბი წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და, რა თქმა უნდა, სტუმრები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.

„პრო რეკომ“ ფავორიტის სტატუსი გაამართლა. მატჩის ოთხივე მეოთხედი იტალიელი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა და სტუმრებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს – 13:3.

თბილისის „დინამო“ – „პრო რეკო“

პირველი მეოთხედი – 0:3

მეორე მეოთხედი – 1:2

მესამე მეოთხედი – 2:4

მეოთხე მეოთხედი – 0:4