წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამომ“ ჯგუფური ეტაპის ბოლოსწონა ტურის შეხვედრა საბერძნეთში „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 10:19 დამარცხდა.

შეხვედრა „ოლიმპიაკოსმა“ აქტიურად დაიწყო და პირველივე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – ბერძნებმა მატჩის ეს მონაკვეთი 5:1 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა კიდევ გაზარდეს და შეხვედრის პირველი ნახევარი 9:3 დასრულდა.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა და საბოლოოდ მატჩი ბერძნული კლუბის გამარჯვებით დასრულდა – 19:10.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „დინამო“ ბოლო ტურის შეხვედრას „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს – მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.