წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ იტალიაში დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ იტალიაში დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მერვე მატჩი გამართა თბილისის „დინამომ“. ქართული გუნდი იტალიაში „პრო რეკოს“ ესტუმრა და ამ გუნდთან მეორედაც დამარცხდა. ამჯერად – 5:20.

ამ სეზონში „პრო რეკო“ ტიტულის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. დინამოელებს პირველ მატჩშიც ძალიან გაუჭირდათ იტალიელთა კარის აღება – 3:13.

იტალიურ შეხვედრაში „დინამოს“ მხრიდან გოლები გაიტანეს: ბესარიონ ახვლედიანმა (დუბლი) და სტეფან პიეშივაცმა.

ქართული გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად, გერმანიაში „ჰანოვერის“ წინააღმდეგ გამართავს.