წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - „დინამომ“ პირველი საშინაო მატჩი „ბარსელონეტასთან“ გამართა [ვიდეო] #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ პირველი საშინაო მატჩი შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტ „ბარსელონეტასთან“ გამართა.

ესპანელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, განსაკუთრებით მეოთხე პერიოდში მოუმატეს (6:1) და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს – 20:7.

მატჩის საუკეთესო წყალბურთელად „ბარსელონეტას“ მოთამაშე ალვარო გრანადოსი გახდა, რომელმაც 7 გოლი გაიტანა. ქართველთაგან კი ორი გოლი სანდრო ადეიშვილმა გაიტანა.

სამი ტურის შემდეგ „დინამოს“ ჯერ გამარჯვება არ აქვს და A ჯგუფში მერვე ადგილზეა.


დინამო (საქართველო) – ბარსელონეტა (ესპანეთი) 7:20


გოლები

დინამო: დადვანი (1), იმნაიშვილი (1), ელაჩა (1), ვასიჩი (1), ბითაძე (1), ადეიშვილი (2).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ორ რვაგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას ფინალურ რვაეულში განაგრძობს. საყურადღებოა, რომ A ჯგუფიდან გასვლისთვის კლუბებს ტოპ-სამეულში მოხვედრისთვის მოუწევთ ბრძოლა, რადგან ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი უკვე კვალიფიცირებულია – ეს გახლავთ პლეიოფის მასპინძელი „ნოვი ბელგრადი“.

მომდევნო ტური:

30 ნოემბერი. „ოლიმპიაკოსი“ – „ბარსელონეტა“, „დინამო“ – „ბრეშა“, „ტელეკომი“ – „ნოვი ბელგრადი“, „იადრანი“ – „რადნიჩკი“.