წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | „დინამო“ მონტენეგროს „იადრანის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | „დინამო“ მონტენეგროს „იადრანის“ წინააღმდეგ #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ბაბლისთვის ემზადება თბილისის დინამო. მისი ჯგუფის გუნდები უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეიკრიბნენ და ოთხი დღის განმავლობაში გაარკვევენ საუკეთესოს ვინაობას. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დინამოელებს პირველი შეხვედრა 20 აპრილს, 18:20 საათზე „იადრან ჰერცებ ნოვისთან“ ელით. სწორედ ამ მონტენეგროულ კლუბთან მოახერხეს გამარჯვება დინამოელებმა 2020 წლის 17 დეკემბერს.

ამჟამად ორივე გუნდს თითო მოგება აქვს და ექვსგუნდიანი ჯგუფის სატურნირო ცხრილში  მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში ოთხი საუკეთესო გადის.

21 აპრილს „დინამო“ გერმანიის „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება, ხოლო 22-ში მასპინძელ „ტელეკომ ბუდაპეშტს“.

 

თბილისის „დინამო“

ირაკლი რაზმაძე (მეკ), ნიკოლოზ შუბლაძე (მეკ), ვალიკო დადვანი, ბექა ქავთარაძე, ბესარიონ ახვლედიანი, გურამ კუჭუაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, სანდრო ადეიშვილი, იოვან სარიჩი, საბა ტყეშელაშვილი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვაშიჩი, ბორის ვაპენსკი, გიორგი გვეტაძე.

მწვრთნელი: დეიან სტანოიევიჩი

 

„იადრანი“ (მონტენეგრო)

დარკო დუროვიჩი (მეკ), პეტარ ტესანოვიჩი (მეკ), დანილო რადოვიჩი, უროშ ვუჩუროვიჩი, დიმიტრიე ობრადოვიჩი, დამიან ვუიჩიჩი, იოვან ვუიოვიჩი, კონსტანტინ ავერკა, ლუკა მურიშიჩი, მარტინ გარდაშევიჩი, ჯეიკ მუსკატი, დურო რადოვიჩი, დუშან ბანიშევიჩი, ვასილიე რადოვიჩი, ნიკოლა ბრკიჩი, დავიდ სტევოშიჩი, მარკო პეტკოვიჩი, ილია რადოვიჩი (მეკ).

მწვრთნელი: პეტარ რადანოვიჩი