წყალბურთი – თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი „ჰანოვერთან“ წააგო

23:15, 21.02.2020

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა მორიგი მატჩი გამართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ჩვენი მეტოქე გერმანული „ვასპო 98 ჰანოვერი“ იყო, რომელთანაც „დინამო“ რამდენიმე თვის წინ თბილისში 10-11 დამარცხდა.

გერმანიაში გამართული მატჩი, თბილისურის მსგავსად, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და კვლავ „ჰანოვერის“ გამარჯვებით, 18:15 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის „დინამო“ მეორე პერიოდში სამი ბურთის სხვაობით იგებდა, თუმცა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

მომდევნო მატჩს თბილისელები 3 მარტს შინ გამართავენ. ჩვენი მეტოქე საფრანგეთის „მარსელი“ იქნება.

მსგავსი