წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩს ჰანოვერში გამართავს
წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩს ჰანოვერში გამართავს

დღეს, 21 თებერვალს, თბილისის „დინამოს“ წყალბურთელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს გამართავენ. ჩვენი გუნდის მეტოქე გერმანული „ვასპო 98 ჰანოვერი“ იქნება, რომელთანაც პირველი მატჩი დინამოელებმა შინ ანგარიშით 10:11 დათმეს.

დღევანდელ შეხვედრაში თბილისის „დინამოს“ მეტოქეს სერიოზული დანაკლისი აქვს. „ვასპო 98 ჰანოვერის“ რიგებში დღეს გუნდის კაპიტანი, გერმანიის ნაკრების წყალბურთელი ჯულიან რეალი არ იქნება.

რაც შეეხება „დინამოს“, რეზო ჩომახიძის გაწვრთნილ გუნდს ფაბიო ბარალდი ტრავმის გამო დააკლდება. ნაკლები შანსია, რომ „ჰანოვერის“ წინააღმდეგ ნიკოლოზ შუბლაძემ და ტატო დადვანმა ითამაშონ. თბილისის „დინამოს“ ორივე წყალბურთელს სიცხე აქვს. თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა „ვასპო 98 ჰანოვერის“ წინააღმდეგ ირაკლი რაზმაძე, ვატო დადვანი, დამირ ცრეპულია, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე,მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, სანდრო ადეიშვილი, ზუკა რურუა (კაპიტანი), გიორგი მაგრაქველიძე, ნიკა შუშიაშილი, ბორის ვაპენსკი, ნიკოლოზ შუბლაძე

თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.