წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩს ხორვატიაში გამართავს
წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩს ხორვატიაში გამართავს

წყალბურთში 2019/2020 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები 18-19 ოქტომბერს ჩატარდება. თბილისის „დინამო“, რომელიც წელს პირველად ასპარეზობს პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჯგუფში მეორე გასვლით მატჩს ხორვატიაში, ადგილობრივი „მლადოსტის“ წინააღმდეგ 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე ჩაატარებს.

ტურნირზე სადებიუტო შეხვედრა რეზო ჩომახიძის გუნდმა ესპანეთში ტერასასთან გამართა და მატჩი ანგარიშით 7:9 დათმო. ხორვატიულმა კლუბმა კი პირველი ტურის შეხვედრაში ბუდაპეშტის გუნდთან ანგარიშით 10:13 წააგო.

თბილისის „დინამო“ ხორვატიაში 17 ოქტომბერს გაემგზავრება. „დინამოსა“ და ზაგრების „მლადოსტის“ მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.