წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩისთვის ემზადება
წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩისთვის ემზადება

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის „დინამო“ დღეს ესპანეთში პირველ შეხვედრას „ტერასას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩის წინ უცხოელ ჟურნალისტებთან კომენტარი ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა

რეზო ჩომახიძე თბილისი დინამოს მთავარი მწვრთნელი

„ტურნირის დებიუტანტი გუნდისთვის როგორიც თბილისის დინამოა ესპანეთში ტერასას წინააღმდეგ თამაში იოლი არ იქნება . ჩვენ ვეცდებით ჩვენი საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ და დავამტკიცოთ რომ დინამოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყოფნა შემთხვევითობა არ არის“

დიდაკ კობაჩო – „ტერასას“ მთავარი მწვრთნელი

„ეს ძალიან მნიშნელოვანი თამაშია ჩვენთვის. ტერასა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ასპარეზობს. გუნდი დღევანდელ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებს. იმედია, გულშემატკივარი მაღალი კლასის თამაშს ნახავს და ისიამოვნებს. თბილისის „დინამო“ ძლიერი გუნდია. ქართული კლუბი გაძლიერდა ისეთი მოთამაშებიით, როგორებიც აირან ელაჩა, ვაპენსკი, ბარალდი“.