წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი იტალიასთან გამართა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი იტალიასთან გამართა #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი იტალიასთან გამართა და 14:16 დამარცხდა.

იტალიელთა კარში 3 გოლი გაიტანა ვაკო დადვანმა, ისევე როგორც სტეფან პიეშივაცმა. 2-ჯერ თავის გამოჩენა ორმა მოთამაშემ შეძლო – საბა ტყეშელაშვილმა და დუშან ვასიჩმა, ხოლო თითო გოლი ნიკა შუშიაშვილის, ანდრია ბითაძის, ველკო ტანკოშიჩის და ანდრია ვლაჰოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველოს ეროვნული გუნდი მეორე ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩს 19 იანვარს, 18:30 საათზე რუმინეთთან გამართავს, ხოლო ჯგუფის დასკვინითი შეხვედრა ჩვენს ნაკრებს 21 იანვარს, 18:30 საათზე თურქეთთან ელის. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ ასპარეზობს.