წყალბურთი - საქართველოს ნაკრები რუსეთთან მატჩისთვის ემზადება (ფოტოამბავი)
წყალბურთი - საქართველოს ნაკრები რუსეთთან მატჩისთვის ემზადება (ფოტოამბავი)

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 20 იანვარს, საქართველოს ეროვნული გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. პლეიოფში გასული ჩვენი ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად მოხვდება ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა წყალბურთელებმა საფრანგეთი დაამარცხეს, შემდეგ კი იტალიისა და საბერძნეთის ძლიერ გუნდებთან ვერაფერს გახდნენ და მესამე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, ჯგუფში ამ გუნდმაც ორი მატჩი წააგო – სერბეთთან და რუმინეთთან – და მხოლოდ ჰოლანდია დაამარცხა, თუმცა მეორე ადგილზე ბურთების უკეთესი სხვაობით გავიდა.

მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის ხვალ, 20 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.