წყალბურთი - საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა | იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი [ვიდეო]
წყალბურთი - საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა | იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი [ვიდეო]

17 წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო საბერძნეთთან ანგარიშით 7:18 დამარცხდა.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ რუმინეთი დაამარცხა, შემდეგ მონტენეგროსთან ანგარიშით 9:5 დამარცხდა. საბოლოო ჯამში, საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა „ბ“ ჯგუფში სამი ქულა აიღო, მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირის მერვედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება.

საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირება ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება.