წყალბურთი - კორონავირუსის გამო „დინამო“ - „მარსელის“ მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება
წყალბურთი - კორონავირუსის გამო „დინამო“ - „მარსელის“ მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება

წყლაბურთში ევროპის ჩემპიონათა ლიგის მე-10 ტურის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და ფრანგულ „მარსელს“ შორის „ოლიმპიკის“ აუზზე მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მიზეზი მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებია, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას. რეკომენდაცია ითვალისწინებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას, მათ შორის დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებას ან შესაბამისი ზომების მიღებას გართულებული მოვლენების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით.

შეგახსნებთ, რომ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-10 ტურის შეხვედრაში „მარსელს“ უმასპინძლებს. მატჩი „ოლიმპიკის“ აუზზე 18:30 დაიწყება და შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.