წყალბურთი | ევრო თასის მერვედფინალში „დინამო თბილისი“ რიეკას „პრიმორიეს“ შეხვდება #1TVSPORT
წყალბურთი | ევრო თასის მერვედფინალში „დინამო თბილისი“ რიეკას „პრიმორიეს“ შეხვდება #1TVSPORT

წყალბურთის ევრო თასის გათამაშების მერვედფინალში „დინამო თბილისის“ მეტოქე ხორვატიის ქალაქ რიეკას გუნდი „პრიმორიე“ იქნება.

ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა ხორვატიაში 2024 წლის 8 მარტს გაიმართება. „დინამო თბილისის“ პოტენციურ მეტოქეებს შორის ასევე იყვნენ: „ბარსელონა“, „სავონა“ და „პანიონისი“.

2023 წელს წყალბურთის ევრო თასის გათამაშება უნგრულმა კლუბმა, „ვასასმა“ მოიგო.