წყალბურთი - „დინამოს“ დასანანი მარცხი „ჰანოვერთან“
წყალბურთი - „დინამოს“ დასანანი მარცხი „ჰანოვერთან“

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი გამართა თბილისის „დინამომ“, რომელიც შინ გერმანულ „ჰანოვერს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით, 10-11 დამარცხდა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და „დინამო“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტი პერიოდის დასკვნით წუთებში გერმანელმა წყალბურთელებმა წინ გასვლა მოახერხეს და ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.

მომდევნო მატჩს დინამო 9 დეკემბერს სტუმრად გამართავს. ამჯერად ჩვენი გუნდის მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, იტალიური „პრო-რეკო“ იქნება.