წყალბურთი | „დინამო“ ევროთასის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „პრიმორიესთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთი | „დინამო“ ევროთასის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „პრიმორიესთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ევროთასის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიულ  „პრიმოერიეს“ თბილისში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ხორვატიაში, ქალაქ რიეკაში გამართა, სადაც ჩვენი გუნდი მინიმალური სხვაობით დამარცხდა -7:8.

მატჩის პირველი მეოთხედი სტუმრების უპირატესობით წარიმართა – 6:4 „პრიმოერიეს“ სასარგებლოდ. თბილისელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მეორე მეოთხედში გუნდებმა სამ-სამი გოლი გაცვალეს (3:3).

„პრიმორიემ“ მესამე მეოთხედში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა (6:3) და „დინამოს“ ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. ბოლო, დასკვნით მეოთხედში ისევ ფრე დაფიქსირდა (5:5), მაგრამ საბოლოოდ, „დინამო“ 15:20 დამარცხდა და საერთაშორისო ევროტურნირს დაემშვიდობა.