წყალბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.
თბილისის „დინამომ“ წლის ბოლო მატჩი გათამაშების რვაგზის ჩემპიონთან, იტალიურ „პრო რეკოსთან“ გამართა და შეხვედრა 9:24 დათმო. „დინამოს“ შემადგენლობიდან ოთხი გოლი მარკო ელაჩამ გაიტანა, თითო გოლი კი ზუკა რურუას, დამირ ცრეპულიას, ხვიჩა ჯახაიას და რევაზ იმნაიშვილის ანგარიშზეა. თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ შეხვედრას 2020 წელს გამართავს: 4 თებერვალს ქართული კლუბი იტალიურ პრო რეკოს საკუთარ კედლებში უმასპინძლებს.
ტურის სხვა შეხვედრებში „ვასპო ჰანოვერმა“ „ტერასასთან“ 8:9 წააგო, „ოლიმპიაკოსმა“ „დუბროვნიკი“ მინიმალური ანგარიშით, 6:5 დაამარცხა, „იადრანი ჰნ“ „სინთეზს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 12:9 მოუგო, „მარსელმა“ კი გასვლაზე „მლადოსტთან“ მატჩი 12:11 დათმო.
გათამაშების „ა“ და „ბ“ ჯგუფში დარჩენილი მატჩები 13 და 14 დეკემბერს გაიმართება.