წყალბურთი | ანდრია ბითაძე იტალიის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT
წყალბურთი | ანდრია ბითაძე იტალიის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების წყალბურთელი ანდრია ბითაძე კარიერას იტალიურ კლუბ „ორტიგიაში“ განაგრძობს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

26 წლის ბითაძე სხვადასხვა დროს თამაშობდა „იადრან ჰერცეგში“ (მონტენეგრო), „ბარსელონაში“ (ეპანეთი), „რომაში“ (იტალია), „ცრვენა ზვეზდაში“ (სერბეთი).

2019 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სამი სეზონი თბილისის „დინამოში“ გაატარა, საიდანაც 2022 წელს ბერძნულ „პანიონიოსში“ გადავიდა. გასულ სეზონში ბერძნული კლუბის შემადგენლობაში ბითაძემ ჩემპიონთა ლიგაში 23 გოლი გაიტანა, ევროპის თასზე – ხუთი, ხოლო საბერძნეთის ჩემპიონატში – 48.

„ორტიგიამ“ იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.

ანდრია ბითაძე: „როდესაც „რომაში“ ვთამაშობდი, მას შემდეგ ბევრი მსმენია „ირტიგიას“ შესახებ. მიხარია, რომ ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომეცა. საქართველოს ნაკრებში ჩემი თანაგუნდელები მარკო ელაჩა და ბორის ვაპენსკის წლების წინ თამაშობდნენ აქ და ბევრი დადებითი მითხრეს მწვრთნელებზე, მოთამაშეებზე, პერსონალზე. გუნდს სერიოზული მიზნები აქვს და მოხარული ვარ, რომ შევძლებ, მათ შესრულებაში ჩემი წვლილიც შევიტანო“.