წყალბურთი | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
წყალბურთი | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. წყალბურთის ისტორიაში საქართველოს ეროვნული გუნდი  მსოფლიო პირველობაზე პირველად მიიღებს მონაწილეობას.

საინტერესოა, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა  ტურნირზე რუსეთი ჩაანაცვლა და ბუდაპეშტში ჩვენი გუნდი გაემგზავრება.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:  ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი),  ბორის ვაპენსკი,  ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.

ჩვენი ეროვნული გუნდი ფინალურ ეტაპზე „ა“ ჯგუფში მოხვდა, სადაც უნგრეთის, ბრაზილიისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

წყალბურთი. მსოფლიოს ჩემპიონატი

21 ივნისი (სამშაბათი)

21:30 ბრაზილია-საქართველო

23 ივნისი (ხუთშაბათი)

21:30 საქართველო-მონტენეგრო

25 ივნისი  (შაბათი)

23:00 უნგრეთი-საქართველო

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.