წვიმის გამო, ბოდრუმში წყალდიდობაა
წვიმის გამო, ბოდრუმში წყალდიდობაა

ძლიერი წვიმის გამო, თურქეთის ტურისტულ ქალაქ ბოდრუმში წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დატბორილია რამდენიმე სასტუმრო და მანქანები.

სტიქიის გამო, დაკეტილი იყო ქალაქის ცენტრალური ავტომაგისტრალი, რომელიც ქალაქს სხვა დასახლებებთან აკავშირებს.

სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მაშველებმა დატბორილი სახლიდან მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

დატოვე კომენტარი