წურწუმია და არაბული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან - ჭიდაობა
წურწუმია და არაბული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან - ჭიდაობა

იტალიიის დედაქალაქ რომში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ჭიდაობაში.

დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვიდნენ. კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში ორი ქართველი იასპარეზებს: მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ფინალში გასასვლელად რუს ვიტალი კაბალოევს შეხვდება, ხოლო ლევან არაბული (130 კგ) ფინელ მარტინ სავოლაინელს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.