წულუკიძე გაგნიძესთან ითამაშებს - ქართველი ტალანტი „ურალში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
წულუკიძე გაგნიძესთან ითამაშებს - ქართველი ტალანტი „ურალში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

ლუკა წულუკიძე კარიერას „ურალში“ გააგრძელებს – 18 წლის ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაციას გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ ავრცელებს.

ეკატერინბურგისურალმა“ რუსეთის ჩემპიონატის სეზონის მეორე ნაწილის განაცხადში ლუკა წულუკიძე შეიყვანა. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი რუსეთის პრემიერლიგის გუნდში მე-17 ნომრით არის დარეგისტრირებული“, – წერს გამოცემა.

ლუკა წულუკიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომლის ფორმითაც 6 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 18 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აღზრდილია, მაგრამ გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და უცხოეთში მენეჯერის დახმარებით გადავიდა.

თებერვალში 18 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ სტაჟირებაზე იმყოფებოდა. „საბურთალოს“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნიჭიერ მოთამაშეს გერმანულ კლუბში ჩარიცხვას ზაფხულში შეპირდნენ. მაგრამ საბოლოოდ, უფრო სწრაფად რუსულმა კლუბმა იმოქმედა.