WTA-მ დარჩენილი სეზონის განახლებული კალენდარი გამოაქვეყნა

11:49, 12.07.2020

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) 2020 წლისთვის განახლებული კალენდარი გამოაქვეყნა. პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩები აგვისტოს დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.

კალენდრის წინა ვერსიასთან შედარებით, სიას ორი ტურნირი დაემატა – პრაღაში (ჩეხეთი) და ლექსინგტონში (აშშ). ორივე აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება, ამის შემდეგ კი დაიწყება „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირი ცინცინატიში, რომელიც წელს აშშ-ის ღია პირველობის კორტებზე ჩატარდება.

სრულად კალენდარი ასე გამოიყურება:

3 აგვისტო – პალერმო

10 აგვისტო – პრაღა, ლექსინგტონი

21 აგვისტო – ცინცინატი

31 აგვისტო – აშშ-ის ღია

7 სექტემბერი – სტამბოლი

14 სექტემბერი – მადრიდი

21 სექტემბერი – რომი, სტრასბური

28 სექტემბერი – როლან გაროსი

5 ოქტომბერი – სეული

12 ოქტომბერი – პეკინი

19 ოქტომბერი – უჰანი, ნანჩანი

26 ოქტომბერი – ჟენჟოუ

2 ნოემბერი – მოსკოვი, ტოკიო

9 ნოემბერი – შემაჯამებელი

16 ნოემბერი – მცირე შემაჯამებელი (ჟუჰაი, ჩინეთი)

23 ნოემბერი – გუანგჯოუ

ადრე გახდა ცნობილი, რომ ჩინეთში, შესაძლოა, ყველა ტურნირი გააუქმონ.

მსგავსი