WTA-ის პრეზიდენტი - კორონავირუსის ვაქცინის გარეშე თამაში რთული იქნება
WTA-ის პრეზიდენტი - კორონავირუსის ვაქცინის გარეშე თამაში რთული იქნება

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) პრეზიდენტმა მიკი ლოულერმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსზე ვაქცინის გარეშე, ჩოგბურთელებს გაუჭირდებათ 2020 წლის სეზონის გაგრძელება.

„ვფიქრობ, ვაქცინის გარეშე რთული იქნება სხვადასხვა ტურნირზე მოგზაურობა და იქ თამაში. ორგანიზაცია ამ მომენტისთვის ყველაფერს აკეთებს, რათა წლევანდელი სეზონი განაახლოს. მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში სპორტი სხვადასხვა დროს ბრუნდება. ამის გამო, ყველაფერი რთულდება. თუ ამერიკის ღია პირველობა მაინც გაიმართება, სხვა ტურნირების ორგანიზატორებსაც დაველაპარაკებით“, – განაცხადა ლოულერმა.

ამ მომენტისთვის, ჩოგბურთში ყველა ოფიციალური ტურნირი 31 ივლისამდე გაუქმებული.

დატოვე კომენტარი