WTA-ის ფინალური ტურნირზე მეორე ჩოგანმა წააგო
WTA-ის ფინალური ტურნირზე მეორე ჩოგანმა წააგო

სინგაპურში WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი სათამაშო დღე დასრულდა. თეთრ ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ, უკრაინელი ელინა სვიტოლინა და ჩეხი კაროლინა პლიშკოვა გალიდერდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ მატჩში სვიტოლინამ 6:3, 6:3 ჩეხ პეტრა კვიტოვას მოუგო. ამის შემდეგ, კორტზე პლიშკოვა და მსოფლიოს მეორე ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი გავიდნენ.
საინტერესოა, რომ რეიტინგის მიხედვით, პლიშკოვას  წლის შემაჯამებელ ტურნირში არ უნდა ეთამაშა, მაგრამ სინგაპურში რუმინელი – სიმონა ჰალეპის ტრავმისა და უარის წყალობით მოხვდა.

შეხვედრა თითქის თანაბარი გამოვიდა და პლიშკოვამ იმის ხარჯზე მოიგო, რომ უკეთესი შანსების რეალიზაცია ჰქონდა: ორივემ 10-10 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, აქედან ვოზნიაცკიმ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, პლიშკოვამ კი მეტოქის მოწოდება სამჯერ აიღო და საათსა და 34 წუთში – 6:2, 6:4 მოიგო.

ორშაბათს, პირველი ტურის მატჩები წითელ ჯგუფში გაიმართება:

ნაომი ოსაკა (იაპონია)-სლოან სტივენსი (აშშ)
ანჟელიკ კერბერი (გერმანია)-კიკი ბერტენსი (ჰოლანდია)