წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონიდან ტურინში გადადის
წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონიდან ტურინში გადადის

მამაკაცებს შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი (ATP Finals) 2021-25 წლებში იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება. მატჩების მასპინძელი იქნება იტალიის უმსხვილესი სპორტული არენა პალა ალპიტური (Pala Alpitour).

ეს ინფორმაცია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრესსამსახურმა გაავრცელა. ტურინი მე-15 ქალაქი გახდება ისტორიაში, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირს უმასპინძლებს.

2019 და 2020 წლებში, სეზონის დასკვნითი ჩემპიონატი კვლავაც ლონდონის O2 არენაზე გაიმართება. ბრიტანეთის დედაქალაქში შემაჯამებელი ტურნირი 2009 წლიდან ტარდება.