წლის შემაჯამებელ ტურნირზე წილისყრა ჩატარდა
წლის შემაჯამებელ ტურნირზე წილისყრა ჩატარდა

ლონდონში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა გაიმართა. სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში განაწილდა. ჯგუფებს ლეგენდარული მოთამაშეების – ანდრე აგასისა და ბიორნ ბორგის სახელები აქვს მინიჭებული.

ანდრე აგასის ჯგუფი

რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

დანიილ მედვედევი (რუსეთი)

სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)

ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)

ბიორნ ბორგის ჯგუფი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

დომინიკ ტიმი (ავსტრია)

მატეო ბერეტინი (იტალია)

თითოეული ჯგუფიდან ნახევარფინალში ორ-ორი საუკეთესო ჩოგბურთელი გადავა.

უკვე გარკვეულია პირველი ტურის განრიგი:

10 ნოემბერი. ჯოკოვიჩი-ბერეტინი, ფედერერი-ტიმი.

11 ნოემბერი. მედვედევი-ციციპასი, ნადალი-ზვერევი.

წლის შემაჯამებელი ტურნირი 10-17 ნოემბერს გაიმართება.