წლის საუკეთესო სპორტსმენი 18 იანვარს გამოვლინდება

18 იანვარს, 19:30 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრი სპორტულ 2019 წელს შეაჯამებს. გამოვლინდება წლის საუკეთესო სპორტსმენი. ასევე დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.

2019 წელი განსაკუთრებული გამოდგა ქართული სპორტისთვის. ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს სახელით ექვსი სპორტსმენი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე 1200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.

ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.