წლის საუკეთესო მწვრთნელი - ფიფა-მ ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT
წლის საუკეთესო მწვრთნელი - ფიფა-მ ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT

ცნობილი გახდა იმ მწვრთნელების მოკლე სია, რომელთაგან ერთ-ერთი ფიფა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას მიიღებს.

პრეტენდენტებს შორის არიან: ანტონიო კონტე (ინტერი/ტოტენჰემი), ჰანს ფლიკი (ბაიერნი/გერმანიის ნაკრები), ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები), ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები), დიეგო სიმეონე (ატლეტიკო), თომას ტუხელი (ჩელსი).

ქალთა გუნდების მწვრთნელები: ლუის კორტესი (ბარსელონა), პიტერ გარდჰარსონი (შვედეთის ნაკრები), ემა ჰეისი (ჩელსი), ბევერლი პრისტმანი (კანადის ნაკრები), სრინა ვაიგმენი (ნიდერლანდების/ინგლისის ნაკრები).