წლის საუკეთესო მწვრთნელად ფიფამ იურგენ კლოპი დაასახელა
წლის საუკეთესო მწვრთნელად ფიფამ იურგენ კლოპი დაასახელა

მილანში მიმდინარე ფიფას დაჯილდოვების ცერემონიალზე წლის საუკეთესო მწვრთნელად „ლივერპულის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი დასახელდა.

52 წლის გერმანელი სპეციალისტი ამ ნომინაციაში ხოსეპ გვარდიოლასა (მანჩესტერ სიტი) და მაურისიო პოჩეტინოსთან (ტოტენჰემი) ერთად იყო დასახელებული.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემი“ დაამარცხა, მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგაში პირველი ექვსი მატჩიდან ექვსივე მოიგო.