წლის საუკეთესო ფეხბურთელი საბა კვირკველია, ხოლო ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ირაკლი სიხარულიძე გახდა
წლის საუკეთესო ფეხბურთელი საბა კვირკველია, ხოლო ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ირაკლი სიხარულიძე გახდა

2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი საბა კვირკველია გახდა.

რაც შეეხება ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ეს ტიტული „ლოკომოტივის“ თავდამსხმელს, ირაკლი სიხარულიძეს ერგო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს აჯილდოებენ. ცერემონიას ვარდების მოედანზე მდებარე მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ მასპინძლობს.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, ეროვნული ლიგის დაჯილდოების ცერემონიაც იმართება. GFF Awards ღონისძიების პირველი ნაწილი სწორედ საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაეთმო.