წლის საუკეთესო ასისტენტი „სამგურალიდან“ - ჯეფინიომ 13 საგოლე პასით ყველას აჯობა #1TVSPORT
წლის საუკეთესო ასისტენტი „სამგურალიდან“ - ჯეფინიომ 13 საგოლე პასით ყველას აჯობა #1TVSPORT

ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფინიომ (ჯეფერსონ ჯერალდო) ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი, 13 საგოლე გადაცემა გააკეთა და წლევანდელი სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა.

წყალტუბოს „სამგურალის“ ლეგიონერმა საკმაოდ დიდი უპირატესობით გაასწრო კონკურენტებს – „დინამო თბილისის“ მეორე-მესამე ადგილებზე გასულ მოთამაშეებს, უსმანე კამარასა და გიორგი მოისწრაფიშვილს 8–8 საგოლე პასი დაუგროვდათ.

საინტერესოა, რომ საუკეთესო ასიტენტებში მხოლოდ „სამგურალისა“ და „დინამო თბილისის“ მოთამაშეები არიან: სამი – თბილისური კლუბიდან, ორიც წყლატუბოელია.

ტოპ-5 – საგოლე პასი

1. ჯეფერსონ ჯერალდო, სამგურალი 13 პასი

2. უსმანე კამარა, დინამო თბ 8

3. გიორგი მოისწრაფიშვილი, დინამო თბ 8

4. დავით სხირტლაძე, დინამო თბ 7

5. დემურ ჩიხლაძე, სამგურალი 6

ჯეფინიო (ჯეფერსონ ჯერალდო) საქართველოში 2016 წლის ივნისში ჩამოვიდა და ჯერ ქობულეთის „შუქურასა“ და მარტვილის „მერანშიც“ ითამაშა, „სამგურალში“ კი წელს ჩაირიცხა. წლევანდელ ეროვნულ ლიგაში 13 საგოლე გადაცემის გარდა, მან თავი 7 გოლითაც გამოიჩინა.