წლის კარგი დასაწყისი - ქართველების დაპირისპირება ბელგიაში და გადამწყვეტი გოლები
წლის კარგი დასაწყისი - ქართველების დაპირისპირება ბელგიაში და გადამწყვეტი გოლები

უცხოეთში მოთამაშე ორმა ქართველმა ფეხბურეთელმა თავი გოლებით გამოიჩინა – ორივე ახალ კლუბში ზაფხულში გადავიდა და ორივესთვის ეს სადებიუტო გოლი აღმოჩნდა, თავიანთ გუნდებს კი 3-3 ქულა მოუტანეს.

ბელგიის პროქსიმუს ლიგაში (რანგით მეორე ლიგაა) ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ბექა ვაჩიბერაძის „ლომელმა“ გიორგი ბერიძის „ლოკერენს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 23 წლის ვაჩიბერაძე გუნდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-3 წუთზე შეხვედრის ერთად-ერთი გოლის ავტორი გახდა, 77-ე წუთზე კი შეცვალეს.

„ლოკერენის“ ძირითადში იყო 22 წლის გიორგი ბერიძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ამ მოგებით „ლომელი“ თავის ჯგუფში (8-გუნდიანი ჯგუფია) 13 ქულით გალიდერდა. ვაჩიბერაძემ „ლომელში” მე-8 შეხვედრა ჩაატარა და პირველად გაიტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ მას ტრავმების გამო დრო გაუცდა.

გათამაშება თურქეთის სუპერლიგაშიც განახლდა, სადაც თავი ლევან შენგელიამ გამოიჩინა. მე-18 ტურში ქართველის გუნდი „კონიასპორი“ „ანკარაგიუჯუს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა, 90+2-ე წუთზე კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა და სტუმრებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. ეს 24 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის „კონიასპორში“ გატანილი პირველი გოლია.