წლის ბოლო შეჯიბრზე 13 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
წლის ბოლო შეჯიბრზე 13 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

12-დან 14 დეკემბრამდე ჩინეთის ქალაქი ცინდაო ჭიდაობა ძიუდოში სეზონის დასკვნით შეჯიბრს უმასპინძლებს.

წინასწარ ვრცელდებოდა ინფირმაცია, რომ აქ საქართველოს ნაკრების ღირსებას 15 ძიუდოისტი დაიცავდა მაგრამ დღეს უკვე ცნობილია, რომ აქ 13 ქართველი ძიუდოისტი იქნება.

90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ჩაანაცვლა. ახალი წესდებით თანახმად მასტერსზე მონაწილეობის უფლება მხოლოდ წონის საუკეთესო 36 ძიუდოისტს აქვს და განახლებულ რეიტინგში ბექაური ზუსტად 36-ე ადგილზეა. დღეისათვის ჭრიკიშვილი რეიტინგში 39-ეა. ხელის ტრავმის გამო დიდი ალბათობით წლევანდელი სეზონი გურამ თუშიშვილისთვის დასრულებულია. განაცხადში არ არის ამირან პაპინაშვილი.

60 კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ – ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი

90 კგ – ბექა ღვინიშვილი, ლაშა ბექაური, გიორგი პაპუნაშვილი

100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი