წითელი ჯვრის ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 11 მძევალი ისრაელისკენ მიემართება

00:40, 28.11.2023

წითელი ჯვრის ინფორმაციით, 11 მძევალი, რომლებიც „ჰამასმა“ შეთანხმების მეოთხე დღეს გაათავისუფლა, უკვე ისრაელისკენ მიემართება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„წითელი ჯვრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამჟამად ისრაელის ტერიტორიისკენ 11 მძევალი მიემართება“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

როგორც „სიენენს“ ისრაელის თავდაცვის ძალებში განუცხადეს, 11-ვე მძევალი ისრაელელია. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი