წიტაიშვილში ლუჩესკუს ეს არ მოსწონდა - კიეველმა ფეხბურთელმა ილაპარაკა, რატომ ვერ მოახერხა წიტაიშვილმა „დინამოში“ დამკვიდრება #1TVSPORT
წიტაიშვილში ლუჩესკუს ეს არ მოსწონდა - კიეველმა ფეხბურთელმა ილაპარაკა, რატომ ვერ მოახერხა წიტაიშვილმა „დინამოში“ დამკვიდრება #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ მცველმა, ილია ზაბარნიმ უკრაინულ სატელევიზიო შოუში თავისი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა პოლტავის „ვორსკლაში“ და რატომ ვერ შეძლო კიეველთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვება შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა.

„შეიძლება, გიოზე ყველა მხრიდან დიდი ზეწოლა იყო. თავდამსხმელი უნდა გავიდეს მოედანზე და შედეგი დადოს, გოლები გაიტანოს და საგოლე გადაცემები გააკეთოს. გიოს კი ეს ერთხელ და ორჯერ რომ არ გამოუვიდა, სადღაც თავდაჯერებულობა დაკარგა. ახლა საკუთარი ძალების რწმენის დაბრუნება უკვე ძნელია“, – ამბობს ზაბარნი.

კიევის „დინამოს“ მცველის თქმით, ქართველ თავდამსხმელში გუნდის მთავარ მწვრთნელს, მირჩა ლკუჩესკუს ზედმეტი ინდივიდუალიზმიც არ მოეწონა: „ლუჩესკუმ მას შანსი მისცა, გიო გავიდა და თავის თავზე ითამაშა. ზოგადად, მან ბევრჯერ თქვა, რომ საკუთარ თავზე ითამაშებდა, მაგრამ ეს გასაგებია – მოედანზე 15 წუთი გადიოდა და თავი ამ მცირე დროში უნდა გამოეჩინა. ისე ხდებოდა, რომ ერთი მოთამაშეს გასცდებოდა, მაგრამ მეორესთან ბურთს კარგავდა და ამის გამო კონტრშეტევებს ვიღებდით. ლუჩესკუს ეს არ მოსწონდა“.

ცნობილია, რომ გიორგი წიტაიშვილს პოლტავის „ვორსკლაში“ იჯარა დაუსრულდა და ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე კიევის „დინამოს“ დაუბრუნდა, სადაც თავის დამკვიდრებას შეეცდება.

დატოვე კომენტარი