წიტაიშვილს პოლონელი ფანები მოეწონა - ასეთი გარემო მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩებიდან მახსენდება #1TVSPORT
წიტაიშვილს პოლონელი ფანები მოეწონა - ასეთი გარემო მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩებიდან მახსენდება #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა კომენტარი გააკეთა პოზნანისლეხში“ ჩატარებულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო – ის ნიკა კვეკვესკირთან ერთად ვაკო გვილიასრაკუვს“ პოლონეთის სუპერთასზე დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

„ყოველთვის რთულია იმის გადატანა, როდესაც მარცხდები, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ეს გულშემატკივრებმა და სტადიონზე მოსულმა ყველა ადამიანმა დაინახა“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.

პოზნანისლეხის“ ქართველმა ახალწვეულმა გულშემატკივრობაც შეაქო და აგდამის „ყარაბაღთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზეც ისაუბრა.

„ძალიან მომეწონა მატჩის ატმოსფერო, ბოლო სამ წელიწადში ასეთი გულშემატკივრების წინაშე მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩები ჩავატარე. საოცარი იყო, ეს ნამდვილად მოტივაციას გვაძლევს. ახლა „ყარაბაღთან“ განმეორებითი მატჩი გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აზერბაიჯანში გასამართი შეხვედრისთვის მზად ვიყოთ“.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მანამდე პოლონეთის ჩემპიონის განაცხადში აგდამის „ყარაბაღთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა, მაგრამ საევროპო განაცხადში თამაშამდე ორი საათით ადრე შეიყვანეს, როდესაც მწვრთნელს ხელმისაწვდომი მოთამაშეებისგან შემადგენლობა დაკომპლექტებული ჰყავდა.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „ლეხი“ აგდამის „ყარაბაღს“ აზერბაიჯანში 13 ივლისს ესტუმრება და პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის (1:0) შენარჩუნებას შეეცდება.