წიტაიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა - გიორგი რეაბილიტაციას დაიწყებს #1TVSPORT
წიტაიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა - გიორგი რეაბილიტაციას დაიწყებს #1TVSPORT

პოლტავასვორსკლას“ ფლანგის თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა ოპერაცია გაიკეთა და მალე რეაბილიტაციას შეუდგება.

20 წლის ფეხბურთელი, რომელიც უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩში „მარიუპოლთან“ დაშავდა.

შეხევდრის შემდეგ, ფეხბურთელმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და გაირკვა, რომ მას მარცხენა ფეხის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა.

გიორგის ოპერაცია ჩაუტარდა და „ინსტაგრამის“ ანგარიშზე ფოტო გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი პოლტავასვორსკლაში“კიევის „დინამოდან” საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ გიორგი წიტაიშვილი ეროვნული გუნდში სამარტო მატჩებში გამოსაძახებელ ფეხბურთელში სიაში იყო.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, გიორგი წიტაიშვილი მოედანს თვენახევარში დაუბრუნდება.