წიტაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
წიტაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

კიევის „დინამოს“ თავდამსხმელს, გიორგი წიტაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს – ამის შესახებ უკრაინული კლუბის პრესსამსახური იუწყება.

„კიევის „დინამო“ კლუბში კორონავირუსის ახალი შემთხვევებს ადასტურებს – ვირუსზე დადებითი ტესტები მიიღეს გიორგი წიტაიშვილმა, დენის გარმაშმა, მიქელ დუელუნდმა, ალექსანდრე კარავაევმა, ტუდორ ბალუტამ და ნიკოლაი შაპარენკომ. ვირუსი ასევე დაუდასტურდა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ემილ კარასს. ყველა ინფიცირებული თვითიზოლაციაშია“, – წერია კიევის „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ადრე გუნდში COVID-19 აღმოჩნდა მეკარეებზე დენის ბოიკოსა და გეორგი ბუშჩანს, ასევე მცველ ვიტალი მიკოლენკოს. ამის გამო გუნდი 4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას „ბარსელონასთან“ შესუსტებული შემადგენლობით ჩაატარებს.