წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე გავრცელებული ცნობა არ უარყო - ამ თემაზე საუბრის უფლება არ მაქვს
წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე გავრცელებული ცნობა არ უარყო - ამ თემაზე საუბრის უფლება არ მაქვს

კიევის „დინამოს” 20 წლის ფლანგის თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც პოლტავასვორსკლაში” იჯარით თამაშობს, კომენტარის გაკეთება არ ისურვა უკრაინელი ჟურნალისტის, იგორ ციგანიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, მან საერთაშორისო დონეზე საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

„ჯერჯერობით ამ თემაზე არც ლაპარაკი შემიძლია და უფლებაც არ მაქვს. როდესაც კონკრეტიკა იქნება, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება. ახლა „ვორსკლას“ თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. ამ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან მოთამაშეებმა და მთავარმა მწვრთნელმა კარგად მიმიღეს. ახლა სტაბილურობის მიღწევა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მსურს. ასევე მინდა თავი გამოვიჩინო, რომ კიევის „დინამოში“ დავბრუნდე. ვფიქრობ, რომ „ვორსკლას“ ევროპულ ტურნირზე გასვლა შეუძლია. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა მინდვრები და ამინდია. არ ველოდი, რომ მატჩები არ გაუქმდებოდა და ისეთ მოედნებზე ვითამაშებდით, რომლებიც სეზონისთვის აშკარად მოუმზადებელია. ვფიქრობ, ეს ხელს გვიშლის ფეხბურთელებს, ჩვენი შესაძლებლობები 100 პროცენტით ვაჩვენოთ. გარდა ამისა, ტრავმის რისკი გაიზარდა, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისთვის”, – განაცხადა წიტაიშვილმა.

წიტაიშვილი ისრაელში დაიბადა, მაგრამ კიევის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელი თამაშობდა უკრაინის 17, 18, 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში, 2019 წელს წიტაიშვილი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მამამისი კობა წიტაიშვილი საქართველის ნაკრების, თბილისის „დინამოს“ და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავდამსხმელი იყო. დედა, ლელა კვარაცხელია ცნობილი ქართველი არბიტრის, სერგო კვარაცხელიას ნათესავია.