წიტაიშვილმა სადებიუტო მატჩში გაიტანა
წიტაიშვილმა სადებიუტო მატჩში გაიტანა

გიორგი წიტაიშვილმა ახალ გუნდში, პოსტავასვორსკლაში“ პირველივე მატჩში თავი გამოიჩინა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ეს უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მოხდა. პოლტავასვორსკლა“ გასვლაზე „რუხს“ შეხვდა. გიორგი „ვორსკლას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ახალ გუნდში სადებიუტო გოლი 52-ე წუთზე გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ეს წიტაიშვილის სადებიუტო გოლი იყო „ვორსკლაში“, რომელმაც პოლტაველებს ქულა მოუტანა, რადგან საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა.

20 წლის ქართველი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, პოლტავის „ვორსკლაში“ დეკემბერში გადავიდა. კიევის „დინამოში“ მირჩა ლუჩესკუს მისვლის შემდეგ მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. სეზონის პირველ ნახევარში 20 წლის ფეხბურთელმა კიევის გუნდში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. წიტაიშვილი „ვორსკლაში“ საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდა.