წიტაიშვილმა გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
წიტაიშვილმა გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა „გრანადაში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და გუნდს ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ფეროლის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:0.

საქართველოს ნაკრების მოთამაშე „გრანადის“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, 84 წუთი ითამაშა, საგოლე გადაცემასთან ერთად გოლიც გაიტანა და, შედეგად, ორივე გუნდის შემადგენლობაში  საუკეთესო შეფასება მიიღო – 8.2 ქულა.

„გრანადამ“ ორი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა – ლამამ ანგარიში წიტაიშვილის გადაცემით გახსნა, ოთხ წუთში კი მასპინძლების უპირატესობა სანჩესმა გაზარდა.

მეორე ტაიმში წიტიშვილმა თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – მიმდინარე სეზონში გიორგის ანგარიშზე უკვე ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.