წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ „ვისლა“ გავარდნისგან ვერ იხსნა #1TVSPORT
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ „ვისლა“ გავარდნისგან ვერ იხსნა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში გოლი გაიტანა, მაგრამ კრაკოვის „ვისლას“ ეს გამარჯვებისთვის არ ეყო, წააგო და ისტორიული მარცხი განიცადა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში კრაკოველები რადომშირადომიაკს“ ესტუმრნენ და ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, რაც „ვისლას“ ბოლო ტურამდე ადგილის შენარჩუნების შანსს მისცემდა. შეხვედრა კრაკოველებმა კარგად დაიწყეს და მე-8 წუთზე წიტაიშვილის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო 48-ე წუთზე სტეფან სავიჩმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

თუმცა „რადომიაკმა“ თამაში გადაარჩინა, რაშიც დიდი როლი კაროლ ანგიელსკიმ ითამაშა – მან ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც დავიდ აბრამოვიჩმა გაიტანა და „ვისლა“ 4:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „სოპა სქორმაკრაკოველთა რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება, 7,9 ქულა ქართველ თავდამსხმელს დაუწერა.

პარალელურად, კრაკოველთა კონკურენტმა ვროცლავისშლიონსკმა“ გასვლაზე „სტალთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, 35 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. პოლონური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი „ვისლა“ (31 ქულა) კი 1 დივიზიონში დაქვეითდა.

გიორგი წიტაიშვილი უკრაინიდან რუსეთის შეჭრის გამო წავიდა და კრაკოვის „ვისლაში“ სულ 6 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ახლა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბოლო ტურს ჩაამთავრებს და კიევის „დინამოს“ დაუბრუნდება, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის.